ალბათ ყველა თქვენგანი ოცნებობს დასახული მიზნების მიღწევას. ყველას თავისი ამბიციური მიზნები აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა მხოლოდ ცოტანი თუ აღწევენ დასახულ
შედეგს.
მისიისა და ხედვის ჩამოყალიბების პრობლემა არამარტო პიროვნებების არამედ მრავალი კომპანიის ძირითად დამაბრკოლებელ პრობლემას წარმოადგენს. ბევრს ისე რთულად ეჩვენება
აღნიშნული საკითხი, რომ არც კი ფიქრობს ამის შესახებ. იმათ ვისაც უკვე ჩამოყალიბებული აქვს თავისი ხედვა ცდილობს ცხოვრების ყველა ასპექტი ისე შეარჩიოს რომ მისეული ხედვა იყოს გაზიარებული.ზუსტად ამიტომაც ამოვირჩიე DoSo-ში მუშობა. გუნდის ყველა წევრში დავინახე ჩემეული ხედვა: მუდმივი განვითარება, ახლის შესწავლა და შედეგის მომტანი ურთიერთობების ჩამოყალიბება.
პატარა, მყუდრო ოფისში მოკალათებული 20 კაციანი გუნდი. სხვადასახვა ასაკის, როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები პროგრამისტებისა და პროექტ მენეჯერებისაგნ შემდგარი კოლექტივი. ძალიან შრომისმოყვარე, მიზან მიმარუთლი და ამავდროულად მხიარული.
კომპანიის უნიკალურ ხედვას მისი დასახელება ყველაზე მკაფიოდ ასახავს: DoSo- გააკეთე ასე: ფასეული პროდუქტის შექმნა, რომელსაც მუდმივი პიროვნული განვითარება უდევს საფუძველად. თუმცა ამ ოფისში მხოლოდ ხედვით არ კმაყოფილდებიან. გუნდის პროგრესს განსაზღვრავენ ყოველდღიური შედეგით და წინსვლის კოეფიციენტით. ვინაიდანაც დიდი სურათის (big picture) ხედვა ძალიან ამაღელვებელი და დამაბნეველიცაა, ხშირად ის ხელს გვიშლის დასახული მიზნის მიღწევაში. მაგალითად იცი რისი მიღწევაც გინდა კონკერეტულ პერიოდში მაგრამ გავიწყდება მიზნის მისაღწევად გადადგმული ნაბიჯების შეფასება. საქმის კრიტიკულად შეფასებით, ინოვაციური მიდგომით და კომპანიებისთვის საჭირო პრობლემების გადაჭრის საშუალებით ეს პატარა კომპანია უკვე დიდ შედეგებს აღწევს.
მოკლედ თუ გადაწყვეტ, რომ ასეთ გარემოში მუშაობა შეგეფერება გეტყვით რომ ჩვენი ოფისის კარი მუდამ ღიაა ახალი იდეებისა და განვითარების სურვილის მქონე პიროვნებებისთვის!
ორი სიტყვით ავღწერ როგორ გარემოში აღმოვჩნდი სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ:
ოფისიც ისეთივე უნიკალურია, როგორიც მისი მომუშავეები: აქ ნახავთ როგორც გიტარას, სინთეზატორს, მის წინ „პუფის“ ფუნქცია შეთავსებულ ფიტნესის ბურთთან ერთად, ასევე მეორე კუთხეში მოთავსებულ პრესის სავარჯიშო „ტრენაჟორს“. პროექტ მენეჯერების ცხოვრების ვეგეტარიანულ სტილს და მცენარეების სიყვარულს ასახავს ოფისის ყველა კუთხეში გამწვანებული მცენარეები: ლობიო, კარტოფილი, მუხის ხე, ბამბუკის ტოტები და ა.შ.
მართლაც საინტერესოა ასეთ გარემოში მუშაობა, ხომ?
titanium arts
ReplyDeleteTATONIC ART CUSTOMING ford fusion titanium · TATONIC ROCKING T-TATONIC ROCKING T-TATONIC ROCKING T-TATONIC. ventureberg.com/ This https://septcasino.com/review/merit-casino/ unique and original design is crafted with the 출장안마 use of sustainable