ერთი თვეა რაც DoSo მენეჯმენტის გუნდის წევრი გავხდი და შემიძლია დარწმუნებით
ვთქვა, რომ ასე მარტივად, უცნაურად და საინტერესოდ არაფერი დამიწყია, მაგრამ აქვე
უნდა ვთქვა რომ სასურველი სამსახურის დაწყებაზე
უფრო მნიშვნელოვანია და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ის ცხოვრებისეული წესი, ჩემთვის
გაცხადებული სამუშაო გარემოში, რომელიც დაახლოებით
ასე ჟღერს ‘განვითარდი და განავითარე’. ყოველი დღე უკეთესობისკენ შეცვლის სურვილით უნდა
იწყებოდეს, თუნდაც ეს სურვილი ზოგჯერ დაუძლეველი იყოს. ამ სლოგანში ჩანს კოლექტივის
მიდგომა, როგორც საქმის მიმართ ასევე თანამშრომლებთან მიმართებაში (‘მოგხოდონ’ ისე
რომ შენ შეძლო განავითარო).
მინდა ავღნიშნო, რომ DoSo-ში გასაქანი ყველას
ეძლევა, რასაც
პირადად მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, ვინ
და როგორ გამოიყენებს ეს უკვე ინდივიდუალურია. აქ არ არსებობს შეუძლებელი, ყველაფერი
დამოკიდებულია 3 ცვლადზე : დრო, ენერგია და მონდომება.