მოსმენილი გაქვს Simon Sinek-ის Start with WHY?
როგორ ჩამოვაყალიბებდი ახლა ჩემს WHYს, რაზეც მინდა ყველა ჩემი საქმიანობა იყოს ორიენტირებული:
- მივისწრაფვი თვით-აქტუალიზაციისკენ
- ვცდილობ ჩემი ცხოვრების ოპტიმიზაციას ღირებულებების ირგვლივ:
- გონებრივი და ფიზიკური ჯანმრთელობა
- თავისუფლება
- დროის
- ფინანსური
- ურთიერთობების
- პერსპექტივის / შეხედულებების
- ღირებულების შექმნა
- სხვა ადამიანების ხელშეწყობა მაღლა ჩამოთვლილი საკითხების ჭრილში
სად არის აქ ტექნოლოგიური / პროგრამისტული / აიტიშნიკური განვითარების სურვილი? არსად! ტექნოლოგია მომწონს და განვიხილავ როგორც ჰობის და როგორც საშუალებას მიზნების მიღწევის, თუმცა არა როგორც მიზანს საკუთარ თავში, მხოლოდ როგორც საშუალებას.
შეიძლება ეს ნიშნავდეს, რომ მნიშვნელობა არ აქვს რას გავაკეთებ, თუ საქმიანობა იქნება მორგებული აღნიშნულ ღირებულებებზე? დიახ!
შეიძლება ეს ნიშნავდეს, რომ მნიშვნელობა არ აქვს რას გავაკეთებ, თუ საქმიანობა იქნება მორგებული აღნიშნულ ღირებულებებზე? დიახ!
შედეგად, როგორც ახლა ვფიქრობ, ტექნოლოგიის ჭრილში არ მოვახდენ ჩემი საქმიანობის ოპტიმიზაციას, მხოლოდ ღირებულებების ქვეშ შევეცდები ტექნოლოგიის ადაპტირებას.
ვფიქრობ, ხედვის გაზიარება და თანხვედრა ამ დონეზე არის მნიშვნელოვანი ურთიერთმომგებიანი და ნაყოფიერი ურთიერთობის შესაქმნელად.
ამასთან, ღირებულების უკეთ შექმნა გადის საქმიანობის ოპტიმიზაციის ხარჯზე და თუ საქმიანობა ტექნოლოგიურია, მაშინ ტექნოლოგიური დახვეწა და განვითარებაც მნიშვნელოვანი მიზანია.