Saturday, May 20, 2017

DoSo - გააკეთე ასე

ალბათ ყველა თქვენგანი ოცნებობს დასახული მიზნების მიღწევას. ყველას თავისი ამბიციური მიზნები აქვსთუმცა  მიუხედავად ამისა მხოლოდ ცოტანი თუ აღწევენ დასახულ შედეგს.
მისიისა და ხედვის ჩამოყალიბების პრობლემა არამარტო პიროვნებების არამედ მრავალი კომპანიის ძირითად დამაბრკოლებელ პრობლემას წარმოადგენს. ბევრს ისე რთულად ეჩვენება აღნიშნული საკითხი,  რომ არც კი ფიქრობ ამის შესახებ. იმათ ვისაც უკვე ჩამოყალიბებული აქვ თავისი ხედვა ცდილობს ცხოვრების ყველა ასპექტი ისე შეარჩიოს რომ მისეული ხედვა იყოს გაზიარებული.


ზუსტად ამიტომაც ამოვირჩიე DoSo-ში მუშობა. გუნდის ყველა წევრში დავინახე ჩემეული ხედვა: მუდმივი განვითარება, ახლის შესწავლა და შედეგის მომტანი ურთიერთობების ჩამოყალიბება.
პატარა, მყუდრო ოფისში მოკალათებული 20 კაციანი გუნდი. სხვადასახვა ასაკის, როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები პროგრამისტებისა და პროე მენეჯერებისაგნ შემდგარი კოლექტივი. ძალიან შრომისმოყვარე, მიზან მიმარუთლი და ამავდროულად მხიარული.

კომპანიის უნიკალურ ხედვას მისი დასახელება ყველაზე მკაფიოდ ასახავს: DoSo- გააკეთე ასე: ფასეული პროდუქტის შექმნა, რომელსაც მუდმივი პიროვნული განვითარება უდევს საფუძველად. თუმცა ამ ოფისში მხოლოდ ხედვით არ კმაყოფილდებიან. გუნდის პროგრესს განსაზღვრავენ ყოველდღიური შედეგით და წინსვლის კოეფიციენტით. ვინაიდანაც დიდი სურათის (big picture) ხედვა ძალიან ამაელვებელი და დამაბნეველიცაა, ხშირად ის ხელს გვიშლის დასახული მიზნის მიღწევაში. მაგალითად იცი რისი მიღწევაც გინდა კონკერეტულ პერიოდში მაგრამ გავიწყდება მიზნის მისაღწევად გადადგმული ნაბიჯების შეფასება. საქმის კრიტიკულად შეფასებით, ინოვაციური მიდგომით და კომპანიებისთვის საჭირო პრობლემების გადაჭრის საშუალებით ეს პატარა კომპანია უკვე დიდ შედეგებს აღწევს.
მოკლედ თუ გადაწყვეტ, რომ ასეთ გარემოში მუშაობა შეგეფერება გეტყვით რომ ჩვენი ოფისის კარი მუდამ ღიაა ახალი იდეებისა და განვითარების სურვილის მქონე პიროვნებებისთვის!


ორი სიტყვით ვღწერ როგორ გარემოში აღმოვჩნდი სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ:
ოფისიც ისეთივე უნიკალურია, როგორიც მისი მომუშავეები: აქ ნახავთ როგორც გიტარას, სინთეზატორს, მის წინპუფისფუნქცია შეთავსებულ ფიტნესის ბურთთან ერთად, ასევე მეორე კუთხეში მოთავსებულ პრესის სავარჯიშოტრენაჟორს“. პროექტ მენეჯერების ცხოვრების ვეგეტარიანულ სტილს და მცენარეების სიყვარულს ასახავს ოფისის ყველა კუთხეში გამწვანებული მცენარეები: ლობიოკარტოფილი, მუხის ხე, ბამბკის ტოტები და ..
მართლაც საინტერესო ასეთ გარემოში მუშაობა, ხომ?

No comments:

Post a Comment