Saturday, May 20, 2017

როგორ შემიძლია ვიყო უკეთესი

ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელზეც ყველა ჩემს ნაცნობს, კოლეგას და პარტნიორს ვუთანხმდები, არის ღია კომუნიკაცია.

კონკრეტულად:
მე (სუბიექტურად) ვაფასებ და არ ვეთანხმები სხვებს დამოკიდებულებებში, აზრებში და საქციელებში, რომლებიც მათ, ხშირად, არ აქვთ გაცნობიერებული.
ზუსტად ასე, სხვები ხედავენ და არ ეთანხმებიან ჩემს დამოკიდებულებებს, აზრებს და საქციელებს, რომლებიც მე, ხშირად, არ მაქვს გაცნობიერებული.

მე ვუბიძგებ სხვებს, დამანახონ ჩემი დამოკიდებულებები, რომლებიც, მათი აზრით, შეიძლება გაუმჯობესდეს და ღიად გამოვთქვამ ჩემს შეხედულებებს მათ დამოკიდებულებებთან მიმართებაში, რომლებიც, ვთვლი, რომ ხელისშემშლელია მათთვის.

ამავდროულად, ვიცი, რომ ჩემი შეფასება სხვების და სხვების შეფასება ჩემი დამოკიდებულებების, ყოველთვის იქნება სუბიექტური, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მე, როდესაც ვიცი, რომ შენ არ იზიარებ ჩემს ხედვას და ვიცი შენეული ხედვა, შემიძლია საკითხს მივუდგე ისე, როგორც შენი შეფასებით არის უფრო სწორი ან გავაცნობიერო საკუთარი მიდგომა და შევინარჩუნო ან გადავაფასო.

No comments:

Post a Comment